2015-03-26

სტუდენტური სასწავლო ჟურნალის - „LIBERTAS” პრეზენტაცია

26 მარტს, 17.20 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტური სასწავლო ჟურნალის - „LIBERTAS” პრეზენტაცია.

ჟურნალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის 9 სტუდენტმა „ბეჭდური მედია 1“-ის საგნის ფარგლებში, ასოცირებული პროფესორის მაია ტორაძის ხელმძღვანელობით მოამზადა და გამოსცა.

ჟურნალში წარმოდგნილია არაერთი საინტერესო მასალა. მათ შორისაა ინტერვიუ  ამერიკის შეერთებული შტატების  საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში  რიჩარდ ნორლანდთან  -  „საქართველო  კულტურული სუპერძალაა“;    ინტერვიუ  მოლდოვას საელჩოს წარმომადგენელთან და მრჩეველთან ჰააგაში რადუ კუკოშთან -  „წინ  ევროპისაკენ“. ჟურნალში ასევე  გაეცნობით  საინტერესო ადამიანების პროფაილებს და ფოტოპროექტებს.

პრეზენტაციაზე  გაიმართება ერთ-ერთი რესპონდენტის - მხატვარ ციცი ბაღდავაძის ნახატების გამოფენა. ღონისძიებას ჟურნალის სხვა რესპონდენტებიც დაესწრებიან.

ჟურნალის ელექტრონული ვერსიის წაკითხვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი