2015-03-26
სტუდენტური სასწავლო ჟურნალის - „LIBERTAS” პრეზენტაცია
26 მარტს, 17.20 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტური სასწავლო ჟურნალის - „LIBERTAS” პრეზენტაცია.
ჟურნალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის 9 სტუდენტმა „ბეჭდური მედია 1“-ის საგნის ფარგლებში, ასოცირებული პროფესორის მაია ტორაძის ხელმძღვანელობით მოამზადა და გამოსცა.
ჟურნალში წარმოდგნილია არაერთი საინტერესო მასალა. მათ შორისაა ინტერვიუ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში რიჩარდ ნორლანდთან - „საქართველო კულტურული სუპერძალაა“; ინტერვიუ მოლდოვას საელჩოს წარმომადგენელთან და მრჩეველთან ჰააგაში რადუ კუკოშთან - „წინ ევროპისაკენ“. ჟურნალში ასევე გაეცნობით საინტერესო ადამიანების პროფაილებს და ფოტოპროექტებს.
პრეზენტაციაზე გაიმართება ერთ-ერთი რესპონდენტის - მხატვარ ციცი ბაღდავაძის ნახატების გამოფენა. ღონისძიებას ჟურნალის სხვა რესპონდენტებიც დაესწრებიან.
ჟურნალის ელექტრონული ვერსიის წაკითხვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი