2017-04-10

პეტრე კონჭოშვილის წიგნის - ,,მოგზაურობა წმინდა ქალაქს იერუსალიმსა და წმინდა ათონის მთაზედ’’ პრეზენტაცია

10 აპრილს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება პეტრე კონჭოშვილის წიგნის - "მოგზაურობა წმინდა ქალაქს იერუსალიმსა და წმინდა ათონის მთაზედ" პრეზენტაცია.

ნაშრომი წარმოადგენს ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, 1885 წლიდან დეკანოზის, 1905 წელს, კი ეპისკოპოსის, - პეტრე კონჭოშვილის (1836-1909) ,,მოგზაურობის’’ წიგნს.

წიგნში შესავალი წერილები და კომენტარები დაურთო ვაჟა კიკნაძემ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, პირველი კორპუსის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი