2013-10-08

„იდენტობა საქართველოში გლობალიზაციის გარიჟრაჟზე“

8 ოქტომბერს, 09.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „იდენტობა საქართველოში გლობალიზაციის გარიჟრაჟზე“ საერთაშორისო ვორქშოპი გაიმართება.
 
შეხვედრის ორგანიზატორია  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კველვათა ინსტიტუტი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მკვლევრები, რომელნიც პროექტში ჩართულნი არიან შემდეგი უნივერსიტეტებიდან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი), იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), ნეგევის ბენ გურიონის უნივერსიტეტი (ბერ-შევა, ისრაელი), აგრეთვე მოწვეული სპეციალისტები ცენტრალური ევროპისა (ბუდაპეშტი, უნგრეთი) და იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტები.
ღონისძიება 10 ოქტომბრამდე გასტანს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.


« იხ. ყველა ანონსი