2011-06-16
საჯარო ლექცია: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობათა ახლებური განვითარება მიგრაციის მართვის საკითხებში
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საჯარო ლექციების ფარგლებში ხუთშაბათს 16 ივნისს 16:00 საათზე ბატონი მარკ ჰულსტი (საქართველოში IOM-ის მისიის პროგრამის კოორდინატორი) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობათა ახლებური განვითარება მიგრაციის მართვის საკითხებში
თანა–სპიკერი: დოქტორი ქეთევან ხუციშვილი – საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების მენეჯერი, თსუ–ს პროფესორი
ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
გთხოვთ წინასწარ დარეგისტრირდეთ: ninopar@gmail.com
მდებარეობა: ევროპული კვლევების ინსტიტუტი, თსუ II კორპუსი, ჭავჭავაძის #3, ოთახი 406.
« იხ. ყველა ანონსი