2013-11-26

წიგნის „სკოლა და საზოგადოება“ პრეზენტაცია-გაყიდვა

26 ნოემბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის „სკოლა და საზოგადოება“ პრეზენტაცია-გაყიდვა. წიგნი „სკოლა და საზოგადოება“, რომელიც არის მეხუთე გამოცემა სერიიდან „ვიფიქროთ განათლების საკითხებზე“, ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისო ურთიერთობების ცენტრმა. 

წიგნი წარმოადგენს წინა გამოცემების განახლებულ და განვრცობილ ვერსიას. მასში ნათლად არის ჩამოყალიბებული მოქმედ და მომავალ მასწავლებლებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო საკითხები. სახელმძღვანელო წარმოადგენს არაჩვეულებრივ ინსტრუმენტს ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებაში არსებული საკითხებისა და პრობლემების გასაანალიზებლად. წიგნში ასევე განხილულია სწავლა-სწავლებასთან, სასწავლო გეგმასთან, ეთიკასთან, სკოლასა და საზოგადოებასთან ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე სხვადასხვა ფილოსოფიური შეხედულება.

წიგნის თარგმნა, გამოცემა და დაბეჭდვა დაფინანსებულია საქართველოს აშშ - ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი