2017-02-28

“ბრძოლა დამოუკიდებლობის დაცვისათვის: 1921 წლის თებერვალ-მარტი“

28 თებერვალს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-21 წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა მართავს დისკუსიას თემაზე-“ბრძოლა დამოუკიდებლობის დაცვისათვის: 1921 წლის თებერვალ-მარტი“. დისკუსია შეეხება 1921 წლების თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციას, საქართველოსა და საბჭოთა რუსეთის ჯარებს შორის მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებს.

მოხსენებებს წაიკითხავენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიკოსი მიხეილ ბახტაძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი დიმიტრი სილაქაძე.

ღონისძიების ფარგლებში სპიკერები ისაუბრებენ შემდეგ თემაზე: „ბრძოლა თბილისის დაცვისათვის 1921 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს„ და „1921 წლის თებერვალ-მარტის საბრძოლო მოქმედებები თბილისის დაცემის შემდეგ: ოსიაურის ბრძოლა“.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი