2015-04-27

გაეროს მიერ თურქმენეთის ნეიტრალიტეტის აღიარების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში

27 აპრილს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაეროს მიერ თურქმენეთის ნეიტრალიტეტის აღიარების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ  თსუ-ს და თურქმენეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები და პროფესორი-მასწავლებლები, საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები, სტუდენტები.

კონფერენციის სამუშაო ენაა - რუსული.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1,  თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი