2012-05-16

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის თავმჯდომარის საჯარო ლექცია თსუ-ში

   16 მაისს, 10:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა გენერალური კომიტეტის თავჯდომარე, იტალიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრი მატეო მიკაჩი ეწვევა. მატეო მიკაჩი თსუ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის წაიკითხავს საჯარო ლექციას   თემაზე: „ეუთოს როლი დემოკრატიის ხელშეწყობასა და ადამიანური უფლებების დაცვაში.“

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი (#107)

« იხ. ყველა ანონსი