2010-03-31
გერმანელი პროფესორი, მიუნხენში საქართველოს საპატიო კონსული კლაუს ჰიპი
განცხადება
ბატონ კლაუს ჰიპისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 10.03.2010 №22 დაგენილების შესაბამისად გერმანელ პროფესორს, მეწარმეს და მიუნხენში საქართველოს საპატიო კონსულს, ბატონ კლაუს ჰიპს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება. ამასთან დაკავშირებით, 2010 წლის 6 აპრილს, 14:00 საათზე, თსუ მე-2 კორპუსის იურისტების ბიბლიოთეკაში გაიმართება საზეიმო ცერემონიალი. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქალბატონი გაბრიელა ჰაბსბურგ-ლოტრინგენი.
განცხადება
ბატონ კლაუს ჰიპის გერმანულენოვანი ლექციები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე, გაიმართება გერმანელი პროფესორის, მეწარმის, მიუნხენში საქართველოს საპატიო კონსულის, თსუ-ს საპატიო დოქტორის ბატონ კლაუს ჰიპის საჯარო, გერმანულენოვანი, ორი ლექცია თემაზე: - ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია, როგორც წარმატების საწინდარი კვების მრეწველობაში;
- დემოგრაფიული ცვლილებების პრობლემა ეკონომიკაში.
დრო: 2010 წლის 7 აპრილს, 14:00 საათზე და 15:00 საათზე
ადგილი: თსუ მაღლივი კორპუსის № 515 აუდიტორია