2009-09-14

სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
11 სექტემბერს, ქალაქ მიუნხენში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტმა დოქტორ ვოლფგანგ ჰერმანმა მოაწერეს ხელი. სამეცნიერო თანამშრომლობა გულისხმობს საერთაშორისო კავშირების გაღრმავებას, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლას, კვლევით პროექტებზე ერთობლივ მუშაობას. შეთანხმების მიხედვით, ორ უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტები განათლებას სხვადასხვა მიმართულებით მიიღებენ, მათ შორის პარტნიორ უნივერსიტეტში არსებული პრიორიტეტული სფეროების მიხედვით.
ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურის სკოლაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტების მიღებას.
მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი 1968 წელს დაარსდა. ზუსტ და საბუნებისმეტყველო, მედიცინისა და ეკონომიკურ სფეროებში წამყვანი უნივერსიტეტი ერთადერთია ბავარიაში, მსოფლიოს ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის კი, ლიდერთა სიაში შედის.
Print

« იხ. ყველა სიახლე