14 მაისს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და “დოიჩე ველეს” აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და „დოიჩე ველეს“ აკადემიის „საერთაშორისო მედიის სწავლებანის“ მიმართულების ხელმძღვანელმა ქრისტოფ შმიდტმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად “დოიჩე ველეს” აკადემია თსუ ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებს უზრუნველყოფს ტრენერებითა და მასწავლებლებით; ამავე დროს, ჟურნალისტიკის სპეციფიურ სფეროებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს თსუ პროფესორებისთვის. აკადემია ზემოაღნიშნული ღონისძიებებისთვის წარადგენს კვალიფიციურ ექსპერტებს, რომლებიც მემორანდუმით გათვალისწინებულ აქტივობებს შეასრულებენ.
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, „მემორანდუმი საშუალებას მისცემს თსუ სტუდენტებს შეიძინონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ აიმაღლონ ჟურნალისტიკის და, ზოგადად მედიის სწავლების დონე. დაიგეგმება კონკრეტული პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს ფროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.“
„დოიჩე ველეს“ აკადემიის წარმომადგენლის ქრისტოფ შმიდტის ინფორმაციით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „დოიჩე ველეს“ აკადემიას წინა წლებშიც ჰქონდა ერთობლივი პროექტები, რომელიც ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებდა. დღეს ხელმოწერილი მემორანდუმი არსებული თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ქართველ სტუდენტებს ჩვენ გავუზიარებთ ჩვენს, როგორც თეორიულ, ისევე პრაქტიკულ გამოცდილებას.“