2012-05-11

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა

11 მაისს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინათინ ბურჯალიანიივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ იუსტიციის სამინისტროს მიერ ბოლო დროს განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. თინა ბურჯალიანმა  ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს წარმომადგენლობებზე, მათი მუშაობის პრინციპებზე, საქმისწარმოების პროცედურასა და  კონკრეტულ გადაწვეტილებებზე.

შეხვედრის ბოლოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა შეხვედრები სტუდენტურ წრეებთან მომავალშიც გაგრძელდება.

Print

« იხ. ყველა სიახლე