ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-05-31

თანამშრომლობის მემორანდუმი ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის წარმოების სფეროში

27 მაისს გარემოს დაცვის სამინისტროში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის წარმოების სფეროში  თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ მოაწერეს.

 მემორანდუმი  გარემოს დაცვის სამინისტროსა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამეცნიერო დაწესებულებებს შორის (საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწია მეგობრები, ასოციაცია მწვანე ალტერნატივა, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახეობათა კონსერვაციის ცენტრი “ნაკრესი”, ველური ბუნების დაცვის ფონდი WWF, IUCN სამხრეთ კავკასიის პროგრამული ოფისი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია “ელკანა”, საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი GCCW)  გაფორმდა.

მემორანდუმი  სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას, ბიომრავალფეროვნების სფეროში ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს. თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ეროვნული სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ასევე, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და კონსერვაციის სფეროში ქვეყნის მიერ საერთაშორისო საზოგადოების მიმართ აღებული ვალდებულებების (კონვენცია “ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ”) და საერთაშორისო ხელშეკრულებების რეკომენდაციების შესრულებას.
Print

« იხ. ყველა სიახლე