2014-02-05
„ეკონომისტის“ (The Economist) წლიური ჟურნალის „მსოფლიო 2014 წელს“ ქართულენოვანი ვერსიის პრეზენტაცია თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი გამოცემის, ბრიტანული „ეკონომისტის“ წლიური ჟურნალის „მსოფლიო 2014 წელს“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას, რომლის ორგანიზატორია „ჯორჯია თუდეი ჯგუფი“, თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, თსუ აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ჟურნალი "ეკონომისტი" არის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი პროფესიული გამოცემა ფართო აუდიტორიისთვის, რომელიც აშუქებს ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის მიმდინარე საკითხებს მთელ მსოფლიოში. ძალიან კარგია, რომ მისი ქართული ვარიანტი არსებობს. "მსოფლიო 2014"- ეს არის სპეციფიკური ნომერი, რომელიც მიძღვნილია იმ პრობლემებისადმი, რომელიც დგას მსოფლიოს წინაშე. მასში არის საქართველოს შესახებ შესაბამისი ინფორმაციაც და ეს საინტერესო იქნება როგორც სტუდენტობისთვის, ასევე ჩვენი პროფესურისთვის და ფართო აუდიტორიისათვის”.
„ჩვენ სპეციალურად გადავწყვიტეთ პრეზენტაცია გაგვეკეთებინა უნივერსიტეტის სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლებისთვის. რადგან ვფიქრობთ, რომ ის ინფორმაცია, ის ანალიტიკური მასალა, რაც მასშია თავმოყრილი, პირველ რიგში სწორედ უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს დააინტერესებს. განსაკუთრებით საინტერესოა წელს ჟურნალის ქართული ბლოკი. ჩვენ გვყავს საკმაოდ ავტორიტეტული ავტორები, რომელთაც საზოგადოება ძირითადად რესპონდენტის როლში იცნობს, მაგრამ ამჯერად ისინი თავად არიან სტატიების ავტორები. ვფიქრობ, ძნელად მოიპოვება საქართველოში მეორე ისეთი გამოცემა, რომელიც თავს უყრის ერთად ამდენ ნაფიქრალს და გეგმას, განსაკუთრებით 2014 წლისათვის.“ - აღნიშნა ჟურნალის გამომცემელმა გიორგი შარაშიძემ.
„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ცნობილი გამოცემის "ეკონომისტის" ქართული ვერსიის გამოშვება. ყველა, ვინც ამ ჟურნალს წაიკითხავს, მის მნიშვნელობას მიხვდება. განსაკუთრებით საინტერესოა ჟურნალის ქართულენოვანი ნაწილი, რომელშიც წარმოდგენილია, როგორც საზოგადოებრივი, ასევე კერძო სექტორი. ზოგადად, ეს ჟურნალის მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის“, - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ.
პრეზენტაციის დროს ჟურნალის ავტორები შეხვდნენ უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს.
ჟურნალის ქართველ ავტორთა შორის ცნობილი ქართველი პოლიტიკოსები, ეკონომისტები, ექსპერტები, ბიზნეს ლიდერები და საზოგადო მოღვაწეები არიან. მასში საავტორო სტატიები გამოაქვეყნეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ, მინისტრებმა, ელჩებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და წამყვანი ბიზნეს კომპანიების ლიდერებმა. გლობალური მომავლის პროგნოზი ჟურნალის მთავარი გზავნილია.

« იხ. ყველა სიახლე