2015-07-16

" განათლება 21–ე საუკუნეში: მულტიკულტურალიზმი, ბავშვთა უფლებები და გლობალური მოქალაქეობა"

გორდონის განათლების აკდემიურ კოლეჯი (ჰაიფა, ისრაელი), როოგორც ევროკავშირის ტემპუსის პროექტის DOIT-ის „კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის განვითარება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების სწავლებისთვის“ (Development of an International Model for Curricular Reform in Multicultural Education and ‎Cultural Diversity Training) კოორდინატორი, მასპინძლობდა კონსორციუმის დასკვნით შეხვედრასა და საერთაშორისო კონფერენციას: განათლება 21–ე საუკუნეში: მულტიკულტურალიზმი, ბავშვთა უფლებები და გლობალური მოქალაქეობა.  კონფერენციაში მონაწილეობდა 150 მომხსენებელი 10-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის ისრაელიდან, საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ჰოლანდიიდან, ლიტვიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან. განსაკუთრებული პატივი იყო ვაშინგტონის უნივერსიტეტის მულტიკულტურული განათლების ცენტრის დამფუძნებელი დირექტორის,  მულტიკულტურული განათლებისა და მრავალფეროვნების სწავლების დარგში მრავალი სახელმძღვანელოსა და ნაშრომის ავტორის,  პროფ. ჯეიმს ბენქსის მონაწილეობა საპატიო სპიკერის რანგში.
აღნიშნულ პროექტში თსუ-ს მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ ასოცირებული პროფესორი იზაბელა პეტრიაშვილი, პროექტის ქართული მხარის თანაკოორდინატორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათ ფაკულტეტის პედაგოგიკის ინსტიტუტი;  პროფესორი ნინო ჩიქოვანი, ასოცოცირებული პროფესორი ქეთევან კაკიტელაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევების ინსტიტუტი; სპეციალური მიწვევით, თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი იოსებ სალუქვაძე. 
კონსორციუმის ფინალურ შეხვედრაზე პროფ. იზაბელა პეტრიაშვილმა წარმოადგინა ანგარიში ზემოაღნიშნულ პროექტში თსუ–ს მონაწილეობის, შესრულებული სამუშაოებისა და მიღწეული წარმატებების შესახებ. ასევე, პროექტში მონაწილე თსუ პროფესორებმა საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები მულტიკულტურული განათლების სფეროში. http://sites.gordon.ac.il/conf2015/

Print

« იხ. ყველა სიახლე