2016-04-13
თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია მდინარე ვერეს ნაპირთან აშენდება
„ურთიერთშეთანხმების საფუძლველზე გადაწყდა, რომ ახალი ლაბორატორია აშენდება ძველი ლაბორატორიის გვერდით, მდინარე ვერეს ნაპირთან,“- განაცხადა თბილისის მერმა
დავით ნარმანიამ თსუ რექტორთან, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავასთან და თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. შეხვედრა სვანიძის ქუჩაზე, თბილისში 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შედეგად განადგურებული თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ტერიტორიაზე გაიმართა.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თსუ-ს წარმომადგენლებს პირობა მისცა, რომ „მერიის შესაბამისი სამსახურები იმუშავებენ ტერიტორიის დაგეგმარების კორექტირებაზე, ყველაფერი ეს შეთანხმდება არქიტექტურის სამსახურთან, რათა ჰიდროლოგიის ლაბორატორიამ შეძლოს ჩვეულ რეჟიმში საქმიანობის გაგრძელება“.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია უნდა იყოს უშუალოდ მდინარესთან, რადგანაც სტუდენტებმა შეძლონ ამ მიმართულების შესწავლა. აქვე უნდა გაგრძელდეს სამეცნიერო დაკვირვება. ნებისმიერი სხვა ალტერნატივა, ლაბორატორიის თუნდაც მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსება, მიუღებელია. ეს შეხვედრა ამ ობიექტზე საჭირო იყო იმისთვის, რომ ყველა სამსახურის მონაწილეობით ქალაქის მერს მიეღო პრინციპული გადაწყვეტილება, რაც შეესებამება უნივერსიტეტის ინტერესებს.“
ლაბორატორიის დირექტორმა მერაბ ალავერდაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა თბილისის მერის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „დავით ნარმანიას განცხადება არის გარანტია, რომ ლაბორატორია აშენდება მდინარე ვერეს ნაპირზე და არა მდინარისგან მოშორებით მეწყრულ ფერდობზე. ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რათა არ გაწყდეს მდინარეზე დაკვირვების 53-წლიანი რიგი. 1962 წლიდან არსებობდა ამ ადგილზე მდინარე ვერეს ჰიდროლოგიური რეჟიმის შემსწავლელი ლაბორატორია, სადაც მეტეოფაქტორებზეც მიმდინარეობს დაკვირვება. მთავარი კი გახლავთ სასწავლო პროცესის გაგრძელება, რომელიც ამ ლაბორატორიაში 53 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცნობილი გეოლოგები და გეოგრაფები სწორედ აქ გადიოდნენ პრაქტიკას ჰიდრომეტეოროლოგიის მიმართულებით.“

« იხ. ყველა სიახლე