ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-03-11

"პროკრედიტბანკის" შეთავაზება სტუდენტებს _ "ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა"

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "პროკრედიტბანკმა" სტუდენტებისთვის "ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის" პრეზენტაცია მოაწყო. ბანკის წარმომადგენელმა ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს "პროკრედიტბანკში" ანაზღაურებადი სტაჟირება შესთავაზა. ექვსთვიანი სტაჟირების განმავლობაში სტუდენტები გაივლიან თეორიულ მეცადინეობას, პრაქტიკულ კურსს. სტაჟირების პერიოდში სტუდენტები მიღებენ ხელფასს თვეში 250 ლარის ოდენობით; სტაჟირების ბოლოს გადაეცემათ სერთიფიკატი, ხოლო ნიჭიერი და მოტივირებული სტაჟიორები ბანკში დასაქმდებიან.
Print

« იხ. ყველა სიახლე