2011-02-15
„დანაშაულის პრევენცია“ - იუსტიციის სამინისტროს პროექტების პრეზენტაცია თსუ-ში
![](/data/image_db_innova/PR/IMG_4299.jpg)
„ყოველთვის მოხარული ვარ ვესტუმრო ჩემს უნივერსიტეტს. დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რათა მსგავსი განხილვების შემდეგ სტუდენტმა იცოდნენ პრაქტიკისა და თეორიის თანაბარი ფასი. ჩვენ გვსურს გავუზიაროთ ახალი მიმართულებები უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და მოვისმინოთ მათი პროფესიული მოსაზრებები და შენიშვნები“, – განაცხადა საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ.
შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილიც დაესწრო.
„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფო უწყებებთან, რათა ყოველთვის ვიყოთ ინფორმირებულები და აქტიურად ჩაბმულნი სიახლეების დანერგვის პროცესში. მიმდინარეობს კანონმდებლობის ლიბერალიზაცია და ამ კუთხით დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
« იხ. ყველა სიახლე