2014-08-29
რექტორთა მრგვალი მაგიდა ტარტუს უნივერსიტეტში
25 აგვისტოს ტარტუს (ესტონეთი) უნივერსიტეტში შედგა რექტორების მრგვალი მაგიდა, რომელზეც განხილული იყო კლებადი დაფინანსების პირობებში უნივერსიტეტების ეფექტურობისა და ეფექტიანობის შენარჩუნებისა და სამომავლო განვითარების საკითხები. ტარტუს, როგორც პარტნიორი უნივერსიტეტის, მიწვევით ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი მარინე ჩიტაშვილი.
მრგვალი მაგიდის ფორმატში განხილული იყო კვლევის დაფინანასების მოდელები და ინტერნაციონალიზაციისა და ინტერდისციპლინური სწავლების და კვლევის გაფართოების საკითხები. მცირე პრეზენტაციები გააკეთეს უფსალას, ტურკუს უნივერსიტეტის რექტორებმა, დისკუსანტები იყვნენ კილის უნივერსიტეტისა, გერმანია, და ურალის ფედერალური უნივერსიტეტის (რუსეთი) რექტორები. მოხსენება ჰქონდა ასევე ესტონეთი განათლების სამინისტროს და ეხებოდა როგორც განათლების, ასევე ძირითადად კვლევების დაფინანსების სქემებს. გამომსვლელები სამომავლო განვითარების ძირითად მიმართულებად მიიჩნევდნენ სტრუქტურულ ცვლილებებს უნივერსიტეტში, ხარჯების შემცირებას ადმინისტრირებაზე, ახალ საკადრო პოლიტიკის დანერგვას და ახალგაზრდების მოზიდვას უცხოეთიდან, ინტერნაციონალიზაციას სწავლებისა და კვლევის, ინტერდისციპლინურობას სასწავლო და კვლევეთი პროგრამების, და გაერთიანებას სხვა უნივერსიტეტებთან კონსორციუმებში სასწავლო თუ კვლევითი საქმიანობის განსახორცილებლად. ამ მხრივ ფინეთი ინტეგრირებას ახდენს დეპარტამენტების დონეზეც სადაც ეს შესაძლებელია, რადგან მათი აზრით, არაციონალურია ორჯერ მეტი ფული დაიხარჯოს იმაზე, რაც შეიძლება მარტივად გაკეთდეს ერთ ადგილას მცირე ზომის ქვეყანაში.
შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://www.uttv.ee/naita?id=20194

« იხ. ყველა სიახლე