ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, საარქივო მასალები, ხელნაწერები, წიგნები, თარგმანები, სამეცნიერო სტატიები და სხვა დოკუმენტები გამოიფინა, რომელთა უდიდეს ნაწილს ფართო საზოგადოება პირველად იხილა. გამოფენის გახსნას თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
„გამოფენა
უნიკალურია, რადგანაც წარმოდგე-ნილია ძალიან საინტერესო მასალა, რომელიც ზვიად გამსახურდიას
ცხოვრებასთან, მის მოღვაწეობასთან,
საქმიანობასთან
არის დაკავ-შირებული-დაწყებული დისიდენტური
პერიო-დიდან, დამთავრებული მისი ძალიან ღრმა და შინაარსიანი ლიტერატურული, ესეისტური,
ფილოსოფიური თხზულებებით. ძალიან ბევრი მასალა, რომელიც მოიპოვა ჩვენმა სტუდენტმა,
პირველად არის წარმოდგენილი ფართო საზოგადოების წინაშე და, ვფიქრობ დამთვალიერებელი
ბევრ სიახლეს აღმოაჩენს ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის, ლიტერატორისა და საზოგადო
მოღვაწის შესახებ,“- აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ
ალექსანდრე ცისკარიძემ.
„ექსპოზიციაზე
დამთვალიერებელს შეუძლია ზვიად გამსახურდიას ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული
მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და მასალების დათვალიერება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია
მსგავსი ღონისძიებების მოწყობა, რადგან დროა დავიწყოთ საუბარი ეროვნულ მოძრაობაზე,
ზვიად გამსახურდიაზე, პიროვნებაზე, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას
შესწირა საკუთარი სიცოცხლე,მთელი ცხოვრება ამისათვის იბრძოდა, სწორედ ეს იდეები გვჭირდება
ჩვენ -ახალგაზრდებსა და მომავალ თაობას,“- განაცხადა თსუ სტუდენტმა, გამოფენის
ორგანიზატორმა
გიორგი არქანიამ.
გამოფენაზე დოკუმენტების უმეტესობა წარმოდგენილი ორიგინალის სახით გახლდათ . მათ შორის: 1956 წელს დაპატიმრებულ „ გორგასლიანის “ წევრთა საქმის მასალები , 1977 წელს ზვიად გამსახურდიას მიერ იზოლატორში დაწერილი წერილები ( ხელნაწერები ), ზვიად გამსახურდიას წერილები ვიქტორ ნოზაძეს ( ხელნაწერები ), 1970- იან წლებში გამოცემული არალეგალური დისიდენტური გამოცემები („ ოქროს საწმისი “, „ს აქართველოს მოა მ ბ ე “) და სხვა . ექსპოზიციაზე გამოიფინება მასალები, რომელიც დაცულია თსუ ბიბლიოთეკასა და მუზეუმში, შსს არქივში, პირად კოლექციებში.
„ძალიან
სასიამოვნოა, რომ ეს გამოფენა ეწყობა უნივერსიტეტში, რადგან ახალგაზრდობას მრავალი
წელი უმალავდნენ დამოუკიდებლობის დღესაც, 31 მარტსაც, ზვიადის მოღვაწეობასაც
.
თვითონ ზვიად გამსახურდია
არღვევს პერსპექტივის კანონს, ანუ საგანი რაც უფრო შორს არის პატარა ჩანს, ზვიად გამსახურდია
კი რაც უფრო დაგვშორდება დროში მით უფრო დიდი გამოჩნდება,“-
აღნიშნა საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრმა
ნემო ბურჭულაძემ.
ღონისძიების ორგანიზატორი თსუ, უახლესი
ისტორიის ცენტრი და შსს არქივი იყვნენ. გამოფენა,
ზვიად გამსახურდიას დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში იმართება და 12 აპრილამდე გასტანს.
« იხ. ყველა სიახლე