2012-06-14
„აღმოაჩინე მრავალკულტურული საქართველო“
14 ივნისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „აღმოაჩინე მრავალკულტურული საქართველო“ დასკვნითი ეტაპი - ფოტოგამოფენა და პრეზენტაცია გაიმართა. გამოიფინა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურის და პროექტის „აღმოაჩინე მრავალკულტურული საქართველო“ განხორციელების ამსახველი ფოტოები.
პროექტი „აღმოაჩინე მრავალკულტურული საქართველო“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს კულტურათაშორის დიალოგის გაღრმავებას; ინფორმირებას და ინტერესის გაღვივებას საზოგადოების იმ ნაწილში, რომელთაც არ აქვთ მუზეუმში ფიზიკურად მოსვლის საშუალება.
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, „მნიშვნელოვნია, რომ პროექტში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ თსუ სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ. გამოფენაზე წარმოდგენილი მასალები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტუდენტთა აქტიურობის ნათელი მაგალითია.“
„ერთი წელია პროექტის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება. ამ პროექტის მიზანი ეთნიკური უმცირესობებსითვის სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობაა. თავის მხრივ, პროექტი „აღმოაჩინე მრავალკულტურული საქართველო“ ხელს უწყობს სამოქალაქო ინტეგრაციას, სამცხე-ჯავახეთის სკოლების მოსწავლეების თანატოლებთან დაახლოებას“- აღნიშნა პროექტის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ხელმძღვანელმა ანა ქებაძემ.
ღონისძიება პროექტში მონაწილე თსუ სტუდენტების ორგანიზებით გაიმართა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანი ადამიანისთვის“ „სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. ორგანიზაციის პრეზიდენტის გიორგი მეურმიშვილის ინფორმაციით, „პროექტში სოფელ ყარაჯალის 280-მა და ახალციხის რაიონის 285-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებმა მოიპოვეს არტეფაქტები, გამოიკვლიეს ფოტოები და საკმაოდ საინტერესო სამუშაოები აწარმოეს.“
„პროექტში ძალიან საინტერესო იყო მუშაობა, გავეცანით სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების კულტურას, შევისწავლეთ მათი ყოფა-ცხოვრება“- განაცხადა სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის მოსწავლემ გალიბ გასანოვმა.
პროექტი განხორციელდა სამცხე-ჯავახეთის (ქ. ნინოწმინდა) და ქვემო ქართლის (სოფ. ყარაჯალა) _ რეგიონებში, რომელშიც არაქართულენოვანი სკოლების 600-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ყოველმა მოსწავლემ თავისი აქტიურობიდან გამომდინარე მიიღო შესაბამისი სიგელი “ახალგაზრდა მკვლევარი”.
ღონისძიებას თსუ-ს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.

« იხ. ყველა სიახლე