ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-06-11

IV სტუდენტური რეგიონთაშორისი რესპუბლიკური კონფერენცია

11 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარული და კულტურულ- საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის `ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის~ ფარგლებში გაიმართა IV სტუდენტური რეგიონთაშორისი რესპუბლიკური კონფერენცია.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ასამდე სტუდენტმა, მაგისტრანტმა და დოქტორანტმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონების უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიდან, მათ შორის: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.
გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებულის "მერმისის" ელექტრონული ვერსიის III ნომრის პრეზენტაცია.

Print

« იხ. ყველა სიახლე