ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-04-01

“Red Bull ჯღაბნის ხელოვნება”

     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპანია „Red Bull“–ის  სტუდენტური პროექტი განხორციელდა, რომელშიც ყველა ფაკულტეტის წარმომადგენელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო. 50 საუკეთესო ნამუშევარი  უნივერსიტეტის ეზოში გამოიფინა. სპეციალურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც მხატვარი ზაალ სულაკაური, რეჟისორი გიორგი  ლიფონავა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ირაკლი მეგრელიშვილი შედიოდნენ, სამი გამარჯვებული გამოავლინა. „ჯღაბნის ხელოვანი“ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ეკა გიგაშვილი გახდა, რომელიც კომპანია „Red Bull“ –მა კომპიუტერული პლანშეტით დააჯილდოვა. მეორე და მესამე ადგილი შესაბამისად შოთა ოდიშარიამ და ნათია კენჭიაშვილმა გადაინაწილეს.
     სტუდენტური პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში განხორციელება. პროექტის “Red Bull  ჯღაბნის ხელოვნება” მიზანია სტუდენტების დაინტერესება აღნიშნული სფეროთი, რათა მათ  უნივერსიტეტის ინვენტარის “მოხატვისგან“ თავი შეიკავონ და თავიანთი იდეები ქაღალდზე გადაიტანონ.
     პროექტის განხორციელება მარტის თვის მეორე ნახევარში დაიწყო. კომპანია Red Bull-მა სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე 10 დღით  სპეციალურად შექმნილი ურნები დადგა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ურნებში თავიანთი “შედევრები” ჩაეყარათ, რომლებიც ლექციების დროს იყო შექმნილი.
Print

« იხ. ყველა სიახლე