2011-04-27
პროფესორ შოთა მესხიას 95 წლის იუბილე თსუ–ში
![](/data/image_db_innova/PR/mesxia.jpg)
“შოთა მესხია დამსახურებული მეცნიერია, რომლის შრომებიც ქართული ისტორიის შესწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხანმოკლე მოღვაწეობის მანძილზე მან შეძლო შეექმნა საფუძვლიანი და სიღრმისეული ფუნდამენტი ქართული ისტორიისთვის. გვსურს ახალმა თაობამაც იცოდეს მისი მოღვაწეობის შესახებ, ამიტომ მსგავსი ღონისძიებები ყოველთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1955), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი შოთა მესხია თსუ ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. 1943 წლიდან პროფესორი თსუ საქართველოს ისტორიის კათედრაზე მოღვაწეობდა, ხოლო 1961 წელს ისტორიის ფაკულტეტის დეკანად დაინიშნა.
![](/data/image_db_innova/PR/mesxia1.jpg)
პროფესორის ყველა ძირითადი შრომა სამტომეულში სახელწოდებით – "საისტორიო ძიებანი” გაერთიანდა, რომელიც 1982-1986 წლებში გამოიცა. ამჟამად შოთა მესხიას პირადი არქივი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. აღნიშნული არქივის ნაწილი, შრომები და ხელნაწერები იუბილის ფარგლებში სპეციალურ გამოფენაზე წარადგინეს.
« იხ. ყველა სიახლე