2009-01-26
თსუ-ში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა გაიმართა 24 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა აკადემიურ წრეში. განხილვას ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი, საქართველოს კონსტიტუციის ერთერთი ავტორი, ექსპერტი - ვახტანგ ხმალაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სტუდენტებმა, სტუდენტური გაზეთის “პრესს-ფორუმის” პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაციას უნივერსიტეტის პროფესსორ-მასწავლებლები ესწრებოდნებოდნენ. პრეზენტაციას სტუდენტები უძღვებოდნენ, რომლებიც გაზეთის შექმნაში მონაწილეობდნენ. გაზეთი სასწავლო-შემეცნებითია და ძირითადად ახალგაზრდულ თემატიკას აშუქებს. სტატიები არ შემოიფარგლება მხოლოდ სტუდენტური პრობლემებით. მათში წარმოდგენილია სხვადასხვა თემატიკა, მათ შორის, პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური პრობლემატიკა, საუნივერსიტეტო და საგანმანათლებლო თემატიკა, კულტურა. გაზეთი 16-გვერდიანია. ნომრის ხელმძღვანელია უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი მაია ტორაძე. რედაქტორი კი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ირინა ალიაშვილი. “ძალიან საინტერესო და შრომატევადი იყო მუშაობის პროცესი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომ გამოგვიყო თანხები და მთლიანად ამ თანხებით შევიძინეთ ტექნიკა, რომელიც გვჭირდებოდა. გაზეთი იქნება ყოველკვირეული და მკითხველს შევთავაზებთ საზოგადოებრივ, ახალგაზრდულ შემეცნებით სტატიებს,”_განაცხადა გაზეთ “პრესს-ფორუმის” რედაქტორმა მაია ტორაძემ.
« იხ. ყველა სიახლე