ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-03-29

თსუ სტუდენტთა მოთხოვნები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა ჯგუფებმა ბოლო დროს უნივერსიტეტში განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს. თსუ სტუდენტური თვითმმართველობა რექტორის გადადგომას კვლავ ითხოვს, რის გამოც თვითმმართველობის 7 წევრი დღეიდან შიმშილობის აქციას იწყებს. „ჩვენ ვიწყებთ შიმშლობას რადგან რექტორმა ამ სამი წლის განმავლობაში შეძლო მხოლოდ ერთი რამ - სტუდენტების დაეპირისპირებინა და ბანაკებად დაეყო. მას არანაირი ნება არ გააჩნია უნივერსიტეტში დაძაბული ფონის დასამშვიდებლად. მისი ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა,“- აღნიშნა სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელმა ბახვა კვირიკაშვილმა.

სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნები წაუყენეს. „მოვითხოვთ უნივერსიტეტში გარდამავალი პერიოდის გამოცხადებას. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში უნდა შეიცვალოს "კანონი უმაღლესი განათლების შესახებ"-ის მუხლები, რომლებიც რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესსა და დასახელებული კოლეგიალური ორგანოს წევრთა რაოდენობის საკითხს განსაზღვრავენ. ორ თვეში უნივერსიტეტში ახალი ინსტიტუტები ახალი წესებით უნდა აირჩეს. აკადემიური საბჭოს წევრებმა და რექტორმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სისტემური რეფორმის განხორციელებისთანავე გადადგებიან დაკავებული თანამდებობებიდან,“- ნათქვამია „აუდიტორია 115“-ის სტუდენტთა განცხადებაში.

Print

« იხ. ყველა სიახლე