2016-12-01
გამოყენებითი ბიომეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიის პროგრამების ინდუსტრიულ პარტნიორებთან წლიური საანგარიშო შეხვედრა
,,ყველაზე მთავარი გზავნილი ამ ღონისძიების არის პირდაპირი ბმა დამსაქმებელთან და დასაქმებულთან. თუ როგორ შეიძლება ინდუსტრია ჩაერთოს სწავლებაში კურიკულუმის შედგენის დონეზე; როგორ შეიძლება ეს კავშირები იყოს გამოსადეგი ახალგაზრდებისთვის - ეს იქნება სტაჟირების პროგრამა თუ ნებისმიერი სხვა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში ჩართულია ბევრი უნივერსიტეტი, როგორც ქართული, ასევე უცხოური, ‘’ - აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
ინდუსტრიასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციები მხარს უჭერენ თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებების დარგში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ახალი სასწავლო კურსების, მოდულების შემუშავებას, არსებულის განახლებასა და სამცენიერო-კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას. ასევე ხელს უწყობენ დასაქმების ბაზარზე საწარმოო პრაქტიკის მხარდაჭერით სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, სტუდენტების კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და მათი პროფესიული კომპეტენციებისა და ცოდნის გაღრმავებას.
« იხ. ყველა სიახლე