2010-07-08

ქიმიკოს-ლაბორანტების ტრენინგი თსუ-ში

8 ივლისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი რამდენიმე ევროპული პარტნიორის “EU CHEMLAB" პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ქიმიური, ფარმაცევტული, კვებისა და გარემოს დაცვის ინდუსტრიისათვის ქიმიკოს-ლაბორანტების მომზადებას და პროფესიულ ტრენინგს ითვალისწინებს. თსუ-ის რექტორის გიორგი ხუბუას თქმით, "საქართველოში პროფესიონალ ქიმიკოს-ლაბორანტების დეფიციტია. წარმოდგენილი პროექტი ხელს შეუწყობს ქიმიის ლაბორანტების ევროსტანდარტების შესაბამისად მომზადება-გადამზადებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ლაბორანტებს საკმაოდ საინტერესო დასაქმების პერსპექტივაც აქვთ. პროექტის განმახორციელებელი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია. ამ უნივერსიტეტის კედლებში 16 ნობელიანტი მოღვაწეობდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ პროექტის წარმატებასა და აუცილებლობას."
Print

« იხ. ყველა სიახლე