2011-05-30
თსუ-ის სტუდენტების ვიზიტი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
30 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეწვივნენ.
სტუდენტებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე, საბჭოს წევრები კახა კობერიძე და რამაზ ჟღენტი შეხვდნენ. საუბარი სასამართლო რეფორმას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციებსა და საქმიანობას შეეხო.
პროექტის მიზანია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სასამართლოში მიმდინარე რეფორმების თაობაზე საზოგადოების მეტი ინფორმირება.
„შეხვედრა ძალიან საინტერესოდ ჩატარდა. ჩვენ მოვისმინეთ ყველა საჭირო ინფორმაცია და მივიღეთ ამომწურავი პასუხები. მსგავსი თანამშრომლობა სტუდენტებთან ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის საინტერესოა პრაქტიკული რჩევების მოსმენა და მათი გაზიარება“, – აღნიშნა თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ქეთი ვარდოსანიძემ.

« იხ. ყველა სიახლე