ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-05-10

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა თსუ სტუდენტებთან

10 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თსუ სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრაზე დასასწრებად სტუდენტებმა ონლაინ რეგისტრაცია გაიარეს, რომელიც ორი დღის განმავლობაში თსუ ვებგვერდსა და sms.tsu.ge -ზე მიმდინარეობდა. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის კითხვები დაესვათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და მათთვის საინტერესო სხვა საკითხებზე.
უნივერსიტეტში სტუმრობისას პრეზიდენტმა თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი ლევან ალექსიძე წმ. გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. იმ სტუდენტებს, რომელთაც კითხვის დასმა ვერ მოასწრეს, საშუალება ექნებათ  კითხვები პრეზიდენტ სააკაშვილს 11 მაისს, 13.00 საათზე ილიას უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს დაუსვან.


Print

« იხ. ყველა სიახლე