ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-10-24

თსუ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები დაინიშნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 25 ნოემბერს გაიმართება. თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბახვა კვირიკაშვილის განცხადებით, „სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მაისში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების გამო არჩევნების თარიღმა გადაიწია. თსუ სტუდენტური თვითმმართველობის დებულების თანახმად, არჩევნების გადავადება შესაძლებელია 6 თვით.  სწორედ, ამიტომ შეირჩა 25 ნოემბერი არჩევნების დღედ“.
ბახვა კვირიკაშვილის ინფორმაციით, ცვლილება შევიდა თვითმმართველობის წევრთა (დელეგატთა) არჩევის წესში. მისი თქმით, უნივერსიტეტის სტუდენტები პირდაპირი წესით აირჩევენ 140 დელეგატს (თითოეული ფაკულტეტიდან 20-20 დელეგატი).
„მივმართავ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას - ხელი შეუწყოს სამართლიანი, დემოკრატიული და პირდაპირი არჩევნების ჩატარებას. უზრუნველყოს წინასაარჩევნო და არჩევნების პერიოდში უსაფრთხოება,“- განაცხადა ბახვა კვირიკაშვილმა. თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს  მოუწოდა დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს.



Print

« იხ. ყველა სიახლე