2017-07-05
შეხვედრა უნგრელ სტუდენტებთან
უნგრელი სტუდენტები პროგრამის „ისწავლე საქართველოში“ ფარგლებში განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსის გავლის შედეგად შეირჩნენ. საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სტუდენტები ზაფხულის განმავლობაში თსუ-ში გაივლიან შემდეგ კურსებს: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ; საქართველოს მითოლოგია; საქართველოს ეთნოგრაფია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უნგრელ სტუდენტებს უზრუნველყოფს უფასო სასწავლო კურსით, სამედიცინო დაზღვევითა და სტიპენდიით.
« იხ. ყველა სიახლე