2013-11-19
საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS MUNDUS-ის პროექტებთან დაკავშირებით
![](/data/image_db_innova/PR/erasmus.jpg)
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თეა გერგედავას თქმით, „პროექტი 4 წლის მანძილზე გაგრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში სულ 173 აპლიკანტს მიეცემა მობილობის უფლება. აპლიკანტების 80 პროცენტის მობილობა განხორციელდება არაევროპული ქვეყნიდან ევროპულ ქვეყანაში, დარჩენილი 20 პროცენტის მობილობა კი კონსორციუმის პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტიდან არაევროპულ უნივერსიტეტებში მოხდება. აპლიკაციის პროცედურა მთლიანად ელექტრონილად ხორციელდება, პროექტის ვებ-გვერდს აქვს სპეციალური განყოფილება, სადაც აპლიკანტებმა უნდა შეავსონ გარკვეული სააპლიკაციო დოკუმენტი და ატვირთონ ამ პროექტისთვის საჭირო ყველა დამატებითი ინფორმაცია. შერჩევა რამდენიმე ეტაპად ხდება. პირველი ეტაპი არის მშობლიური უნივერსიტეტის მიერ აპლიკაციის ტექნიკური შემოწმება, მეორე ეტაპზე სავარაუდო მიმღები უნივერსიტეტი შეაფასებს აპლიკანტებს და ბოლო ეტაპზე, მომავალი წლის გაზაფხულზე, შეიკრიბება შესარჩევი კომისია, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და გაანაწილებს გრანტებს“.
„პროექტი მონაწილეებს საშუალებას მისცემს მობილობის გარკვეული პერიოდი გაატარონ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში. კონსორციუმი სულ 9 ევროპული და 11 არაევროპული უნივერსიტეტისგან შედგება. პროგრამას მთლიანად აფინანსებს ევროკავშირი, პროექტის მონაწილე სტუდენტებისა და პერსონალის ყოველთვიური სტიპენდია, ასევე მათი საერთაშორისო გადაადგილება და დაზღვევა დაფინანსებულია პროექტის მიერ. მობილობის ხანგრძლივობა მინიმუმ 3 თვე და მაქსიმუმ 22 თვე გრძელდება. ეს დამოკიდებულია მიმღებ უნივერსიტეტზე და ასევე სწავლის რომელ ეტაპზე ხდება გაცვლა“,- განაცხადა სევილიის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა სანტიაგო მელკონიმ.
აღნიშნული პროექტების ფარგლებში 2013 წლიდან გაცვლითი პროგრამები ევროპის 36 უნივერსიტეტში განხორციელდება.
« იხ. ყველა სიახლე