ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-08-19

ვლადიმერ პაპავა რექტორის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალარჩეულ რექტორს, აკადემიკოს ვლადიმერ  პაპავას უნივერსიტეტში პირველ სამუშაო დღეს ყოფილი რექტორი  ალექსანდრე კვიტაშვილი დახვდა. მათ უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ალექსანდრე კვიტაშვილმა ახალ რექტორს უნივერსიტეტში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაცია მიაწოდა. 
„შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში ბატონ ლადოს ნებისმიერ დროს შევხვდები. მივაწვდი იმ საჭირო ინფორმაციას, რომელიც უნივერსიტეტის საქმიანობას შეეხება,“- აღნიშნა   ალექსანდრე კვიტაშვილმა.
„ჩვენ ვისაუბრეთ უნივერსიტეტში არსებულ სიტუაციაზე. უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებთანაც გაგრძელდება შეხვედრები. თანდათან გავეცნობი საქმეს, რათა უნივერსიტეტის ყველა პრობლემაზე თუ წარმატებებზე მქონდეს წარმოდგენა“,- განაცხადა  ვლადიმერ პაპავამ.

Print

« იხ. ყველა სიახლე