ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-11-16

მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

16 ნოემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა: „ისტორიული რეპრეზენტაცია: თეორიული მიმართულებანი და კონკრეტული კვლევები.“

ღონისძიების ფარგლებში თსუ პირველი კორპუსის ფოიეში გაიმართა მარიამ ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა. აკადემიკოსმა თსუ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა პირადი ბიბლიოთეკა (4500-მდე წიგნი) და შალვა მაყაშვილის ფერწერული ტილო. „ამ დღეებში ვიგრძენი, რომ ჩემს შრომას უქმად არ ჩაუვლია. განსაკუთრეებით სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდობა ასე გულწრფელად გამომეხმაურა. უნივერსიტეტი არასდროს ყოფილა ჩემთვის სამსახური; ვერ ვიტყვი რომელი სახლი იყო - პირველი თუ მეორე. ამიტომ კანონზომიერია, რომ ჩემი ბიბლიოთეკა, რომელსაც წლების განმავლობაში ვაგროვებდი, უნივერსიტეტს ვაჩუქე.“- აღნიშნა მარიამ ლორთქიფანიძემ.

კონფერენციაზე ორი სექცია იმუშავებს, რომელზეც ქართველი და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების მეცნიერები სხვადასხვა თემაზე წაიკითხავენ მოხსენებებს.

კონფერენცია 17 ნოემბრამდე გასტანს.

Print

« იხ. ყველა სიახლე