2010-06-04

პეტრე ქომეთიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

4 ივნისს ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ბიოქიმიის მიმართულებაზე (მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფ. ნანა კოშორიძე) ჩატარდა სტუდენტთა, მაგისტრთა და ახალგაზრდა მეცნიერთა II სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ქართული ბიოქიმიური სკოლის ფუძემდებლის აკადემიკოს პეტრე ქომეთიანის ხსოვნას.
კონფერენციაში მოხსენებები წაიკითხეს ბიოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტებმა და  ბიოქიმიისა და მორფოლოგიის მიმართულებების მაგისტრანტებმა, ასევე ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მემბრანოლოგიის ლაბორატორიის ახალგაზრდა თანამშრომლებმა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ასევე სტენდური მოხსენებებიც.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე