2016-10-13

თსუ ფუტსალის გუნდის მორიგი წარმატება ევროასპარეზზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა უეფას ფუტსალის თასის  ძირითად ეტაპზე (Main round)  მორიგ წარმატებას მიაღწია. 12 ოქტომბერს თსუ-ს გუნდმა მაკედონიაში გამართულ შეხვედრაში 10:0  სძლია მასპინძელი ქვეყნის ჩემპიონს „ჟელეზიჩარს“ და მომდევნო ეტაპზე  (Elite round) გადასასვლელად რეალური შანსი მიიღო. პირველ შეხვედრაში  აზერბაიჯანის ჩემპიონთან „არაზნახიჩევანთან"  წაგების მიუხედავად, თსუ-ს ფუტსალის გუნდი 14 ოქტომბრის შეხვედრაზე კოსოვოს „ფენიქსთან“ერთი ქულის აღების შემთხვევაშიც ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება და  ელიტ რაუნდში იასპარეზებს.
თსუ გათამაშებაში პირველი (preliminary) რაუნდიდან ჩაერთო, რომელიც ფინეთში 16-21 აგვისტოს გაიმართა. საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე  32 გუნდი გადანაწილებული იყო 8 ჯგუფში. თსუ ფუტსალის გუნდმა ქვეჯგუფში 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.



Print

« იხ. ყველა სიახლე