2014-10-07
თსუ სტუდენტის წარმატება
![](/data/image_db_innova/PR/iza.jpg)
მეათე საერთაშორისო მოკლე ფილმების (მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური) ფესტივალში „სესილი“ სელექციის შედეგად 10 ნომინაციაზე 75 ფილმი შეირჩა. ფესტივალში ქართველებთნ ერთად უცხოელი რეჟისორებიც მონაწილეობდნენ.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე ხელოვნების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტის იზა თითბერიძის ფილმმა „ქალი ძველი სახლიდან“ საერთაშორისო ჟიურის მოწონება დაიმსახურა.
ფილმის „ქალი ძველი სახლიდან“ ქრონომეტრაჟი 5 წუთია. ფილმის რეჟისორი, მემონტაჟე და სცენარის ავტორია იზა თითბერიძე, ოპერატორია ბესარიონ ორმოცაძე, პროდიუსერია ნინო გელოვანი, როლებში - თამარ მამულაშვილი, გიორგი ჭელიძე, თორნიკე ხუროშვილი. ფილმი შექმნილია თსუ კინო-ტელე ხელოვნების მიმართულების ბაზაზე.
« იხ. ყველა სიახლე