2018-08-21

შეხვედრა იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მხარეებმა ისაუბრეს განათლების რეფორმის პროცესში იულიხის პროფესორების ჩართვის შესაძლებლობაზე. უახლოეს მომავალში კვლევითი ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთი, ახალი - ნეიროსამედიცინო კვლევებთან დაკავშირებული ლაბორატორია გაიხსნება. ამასთან, თსუ-სა და იულიხის კვლევითი ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში, ქართველ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, იულიხში ჩავიდნენ და ფუნდამენტურ მეცნიერებებს გაეცნონ.
Print

« იხ. ყველა სიახლე