2018-09-10

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - „სტარტაპი“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა -  „ სტარტაპი გაიხსნა . ღონისძიებას თსუ რექტორ ი   გიორგი შარვაშიძე,   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი , პროფესორი გიორგი ღაღანიძე და მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელი , პროფესორი დავით ნარმანია, ქართველი და უცხოელი სტუდენტები დაესწრნენ.

„უკვე მეორედ ვატარებთ საზაფხულო სკოლას საქართველოში. გასულ წელს ვმუშაობდით პროექტზე, რომელიც ეხებოდა ინტერკულტურულ მენეჯმენტს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.  საერთაშორისო საზაფხულო სკოლა , რომლის ორგანიზატორები არიან თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი და კობლენცის ( გერმანია ) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი , 15 სექტემბრამდე გაგრძელდება . წელს, ამ პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანელ, გერმანელ და ქართველ სტუდენტებთან ერთად ვქმნით ჯგუფებს, რომლებიც გაეცნობიან ადგილობრივ საწარმოებში არსებულ გამოწვევებს, მიიღებენ ინფორმაციას ამ საწარმოების შესახებ. კვირის ბოლოს გვექნება ოფიციალური შეხვედრა, სადაც ჯგუფები გაგვაცნობენ სტარტაპების გამოცდილებას და   საწარმოებში არსებულ პრობლემებს,“ - აღნიშნა კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორმა მადგალენა შტულბმა.

„საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და უმნიშვნელოვანესია რომ სტარტაპების მიმართულებით სტუდენტები ჩაერთონ სხვადასხვა პროქტებში. გერმანელი პედაგოგებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს ჩვენს თვალსაწიერს კიდევ უფრო გააღრმავებს, რაც აუცილებელია განვითარებისთვის,“- განაცხადა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა სალომე კახიძემ.  

  საზაფხულო სკოლაში მონაწილეობ ენ ქართველი , გერმანელი და აზერბაიჯანელი სტუდენტები . ლექცია - სემინარების წასაკითხად მოწვეული არიან პროფესორები მაგდალენა შტულბი , გაბრიელა ვოლფი და სვენ ბინდერი კობლენცის უნივერსიტეტიდან . ლექციების შემდეგ გაიმართება დისკუსიები საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში სტარტაპების გამოცდილების შესახებ . საზაფხულო სკოლის მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოინახულონ თბილისში არსებული სხვადასხვა საწარმოები . საზა ხულო სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები .

 კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების მონაწილეობით გასულ წელსაც ასევე გაიმართა საერთაშორისო საზაფხულო სკოლა თბილისში, რომლის სამუშაო თემა იყო ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები .

 

 

 

 

 

 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე