2013-11-04

საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი

2–3 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია YES Georgia-ს ინიციატივით საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი გაიმართა.
პროექტი, რომელიც პოლონური MICC (Model International Criminal Court)-ის ქართულ ანალოგს წარმოადგენს საქართველოში პირველად გაიმართა. შესარჩევ ეტაპებში საქართველოში ავტორიზებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის გუნდი მონაწილეობდა. სულ დარეგისტრიდა 40–მდე გუნდი და 96 ინდივიდუალური აპლიკანტი. შერჩეული 21 საუკეთესო გუნდიდან ფინალში  6 გადავიდა.
პროექტის გამარჯვებული გუნდის ოთხივე წევრი თსუ–ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია (ნანა აღლემაშვილი, ემელიანე კილაძე, მარიამ ბრეგაძე, ინა გრიგალაშვილი). გამარჯვებულები მარტში გაემგზავრებიან პოლონეთში და საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.
YES Georgia მადლობას უხდის თსუ–ს იურიდიულ ფაკულტეტს თანამშრომლობისთვის; ასევე, ფინალური თამაშის მოსამართლეებს ქეთევან ხუციშვილს, თორნიკე ცაგარეიშვილსა და   ნატალია ბარათაშვილს.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამომცელობა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, რომელმაც გამარჯვებულები საქართველოს კონსტიტუციისა და შრომის კოდექსის ქართული, ინგლისური და რუსული ეგზემპლიარებით დააჯილდოვა.
YES Georgia გეგმავს საერთაშორისო სისხლის სამართალში სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას ამ სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისათვის.


Print

« იხ. ყველა სიახლე