2009-10-22

თანამშრომლობის ხელშეკრულება ბერლინის დამოუკიდებელ უნივერსიტეტსა და სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის

22 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბერლინისდამოუკიდებელ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. მემორანდუმი გულისხმობს სამეცნიერო მიმართულებით შემდგომი ურთიერთობების გაღრმავებას. თანამშრომლობა მოიცავს პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლას, ადმინისტრაციული მმართველობისა და განათლების სისტემაში არსებული გამოცდილების გაზიარებას, კვლევითი პროექტების განხორციელებას, ერთობლივი ხარისხების შემუშავებასა და გაცემას განსაკუთრებულ სამეცნიერო სფეროებში.
ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის მემურანდუმს ხელს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პრეზიდენტმა,პროფესორმა დიტერ ლენცენმა მოაწერეს.
ხელშეკრულების გაფორმება ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. დელეგაციის წევრებმა მთელი დღის განმავლობაში შეხვერები უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებთან გამართეს.
Print

« იხ. ყველა სიახლე