2016-04-22

თსუ-ში ახალი აკადემიური საბჭო აირჩიეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნებზე 13 წევრი აირჩიეს. თსუ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი დვალიძის განცხადებით, „არჩევნების შედეგად აკადემიური საბჭოს 13 წევრი აირჩა: ირმა ხარშილაძე, ირინე ქურდაძე (იურიდიული ფაკულტეტი), ნოდარ ბელქანია, ამირან ბერძენიშვილი (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი), გიორგი ღვედაშვილი, ომარ ფურთუხია (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი), თამარ აბაშიძე, რუსუდან სანაძე (ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი), ელგუჯა მექვაბიშვილი, მარინე მინდორაშვილი (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი), პაატა იმნაძე, ნინო ოკრიბელაშვილი (მედიცინის ფაკულტეტი), ხოლო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური საბჭოს მხოლოდ ერთი წევრი გამოვლინდა - დავით გოცირიძე. ხმების თანაბარი რაოდენობა დააგროვეს აპოლონ სილაგაძემ და ქეთევან ხუციშვილმა. ხელახალი კენჭისყრის თარიღი უახლოეს პერიოდში დაინიშნება.“
თსუ-ში შვიდივე საარჩევნო უბანი 17:00 საათზე დაიხურა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი დვალიძის ინფორმაციით, 791 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში 666-მა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა სრული შემადგენლობის 84,1%-ია. თსუ საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების (ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ახალგაზრდა ადვოკატები“, „განათლების რეფორმის მხარდამჭერთა ასოციაცია“) წარმომადგენლები და ინდივიდუალური დამკვირვებლები აკვირდებოდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლის კონსტანტინ სალუქვაძის განცხადებით „აკადემიური საბჭოს არჩევნები ჩატარდა გამჭვირვალედ და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.“
თსუ აკადემიური საბჭოს არჩევნებში მონაწილეობაზე რეგისტრაცია 35-მა კანდიდატმა გაიარა. აქედან ერთი კანდიდატი წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხარვეზის გამო მოიხსნა, ხოლო ერთმა - თავად გააუქმა განაცხადი. თსუ აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების 11 მაისს ჩატარების შესახებ შესაბამისი ბრძანება თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ 20 აპრილს გამოსცა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი აკადემიური საბჭო მუშაობას 16 მაისიდან შეუდგება.


საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი აქტი
აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი
აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა სია
საარჩევნო სიები (აკადემიური პერსონალი)
საარჩევნო სიები (სტუდენტები)
აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტაცია
არჩევნების ჩატარების დრო
საარჩევნო უბნები
აკადემიური საბჭოს წევრთა საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N01
აკადემიური საბჭოს საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N02
აკადემიური საბჭოს საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N03
აკადემიური საბჭოს საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N04
აკადემიური საბჭოს საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N05







Print

« იხ. ყველა სიახლე