ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-11-20

თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისნტიტუტის დირექტორს ირმა რატიანს აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისნტიტუტის დირექტორს ირმა რატიანს აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის საპატიო დოქტორის (honoris causa) წოდება მიენიჭა. საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი 2018 წლის 15 ნოემბერს ბაქოში, აზერბაიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ნიზამი განჯელის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დაარსებიდან 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო სხდომაზე გაიმართა. 

საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი აკიფ ალიზადე, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ნიზამი განჯელის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, მეჯლისის ვიცე-სპიკერი ისა ჰაბიბეილი, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, აზერბაიჯანის სახალხო პოეტი ანარი, აზერბაიჯანის სახალხო მწერალი საბირ რუსტამხანლი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვადიმ პოლონსკი, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ისნტიტუტის დირექტორი, პროფესორი ელკა ტრაიკოვა და სხვ.

Print

« იხ. ყველა სიახლე