ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-10-01

თსუ რექტორობის კანდიდატთა გასაუბრების ვიდეოჩანაწერები

23 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტეტის აკადემიურმა საბჭომ თსუ რექტორად სამი კანდიდატიდან  გიორგი შარვაშიძე აიჩია. რექტორობის კანდიდატებმა გიორგი ბარამიძემ, ცირა ბარამიძემ და გიორგი შარვაშიძემ აკადემიურ საბჭოზე საკუთარი კონცეფციებისა და სამოქმედო გეგმების პრეზენტაცია გამართეს.

რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატის ცირა ბარამიძის განცხადებისა და პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის აპარატის თანხმობის საფუძველზე ვაქვეყნებთ ორი კანდიდატის (ცირა ბარამიძე, გიორგი შარვაშიძე) გასაუბრების ვიდეოჩანაწერს. მესამე კანდიდატს - გიორგი ბარამიძეს გასაუბრების ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების წერილობითი თანხმობა არ წარმოუდგენია.

ცირა ბარამიძე
გიორგი შარვაშიძე
Print

« იხ. ყველა სიახლე