2016-12-20
"ქართული პოლიტიკური კორპუსის" პრეზენტაცია
პროექტის "Ⴕართული პოლიტიკური კორპუსის" ხელმძღვანელის, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორის, მანანა თანდაშვილის თქმით, ,,საარჩევნო პერიოდის განმავლობაში დიდი მასალა დაგროვდა იმისათვის, რომ გამოგვეკვლია პოლიტიკური მეტყველება, შეგვედარებინა სხვადასხვა პარტიის გამოსვლა სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით.’’
როგორც თსუ რექტორის მრჩეველმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ აღნიშნა, პოლიტიკოსების საჯარო გამოსვლებისა და მიმართვების საფუძველზე შექმნილი კორპუსი საინტერესოა არა მარტო ლინგვისტების, არამედ ფილოლოგებისთვისაც .
,,კვლევებმა საშუალება მოგვცა პოლიტიკოსების გამოსვლები და მათი მეტყველება ლინგვისტური მახასიათებლების მიხედვით გაგვეანალიზებინა. დაგვენახა რა პრობლემები ექმნება მაგალითად, პოლიტიკოსს მეტყველების დროს, რამ შეიძლება შეუქმნას ხარვეზი მისი აზრის როგორც მკაფიოდ გადმოცემას, ასევე მსმენელამდე კარგად მისვლას’’, -განაცხადა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტმა ელენე კიკნაძემ.
სტუდენტური პროექტი "ქართული პოლიტიკური კორპუსი” 2016 წელს შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ზამთრის სკოლის „დიგიტალური ქართველოლოგია“ ბაზაზე, რომელიც მიეძღვნა თემატური კორპუსების შექმნის ძირითად პრინციპებსა და მეთოდებს.
« იხ. ყველა სიახლე