ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-03-10

ტრენინგი - „იმიტირებული სახელმწიფო მმართველობა“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ინოვაციურ - პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთათვის ტრენინგი - „იმიტირებული სახელმწიფო მმართველობა“ ჩატარდა.

პროექტში მონაწილეობდა 200-მდე მოსწავლე თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონიდან. მონაწილეეებმა როლური თამაშების სახით განასახიერეს სახელმწიფო მმართველობის პროცედურები: აირჩიეს პარლამენტი და პრეზიდენტი, მიიღეს კანონი და ვეტო დაადეს მას, ნდობა და უნდობლობა გამოუცხადეს მთავრობას, იმპიჩმენტის წესით გადააყენეს თანამდებობის პირები.

ტრენინგს უძღვებოდნენ კონსტიტუციონალისტები, თსუ-ის პროფესორები: ვასილ გონაშვილი, გია გოგიბერიძე, ზურაბ მაჭარაძე.

როგორც IPEC-ის დამფუძნებელმა, თსუ-ის პროფესორმა ვასილ გონაშვილმა აღნიშნა, „ეს უკვე მეორე ერთობლივი ფართომასშტაბიანი პროექტია „ადამიანის უფლებები როლური თამაშების“ შემდეგ, სადაც 200 მოსწავლის გადამზადება მოხერხდა. ამ სახის პროექტები მომავალში კვლავ გაგრძელდება“.

მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები.

Print

« იხ. ყველა სიახლე