15 მაისს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს სამინისტროს საქმიანობასა და სამომავლო სტრატეგიას გააცნობს.
უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამინისტროსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაგეგმავენ ერთობლივად განსახორციელებელ ღონისძიებებს და პროექტებს.