ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-09-26

საერთაშორისო სიმპოზიუმი თსუ-ში - „შუა საუკუნეების ლიტერატურული პროცესები. საქართველო, ევროპა, აზია“

26 სექტემბერს  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის  ლიტერატურის ინსტიტუში გაიხსნა საერთაშორისო სიმპოზიუმი „შუა საუკუნეების ლიტერატურული პროცესები. საქართველო, ევროპა, აზია.“, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავს ეძღვნება.
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, „სიმპოზიუმი უკვე მეექვსედ ტარდება. განსახილველი თემები საკმაოდ მრავალფეროვანია და საინტერესო. მსგავსი ტიპის კონფერენციები არა მხოლოდ თსუ-სთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი.“  
სიმპოზიუმში  125 მომხსენებელი მონაწილეობს, მათ შორის, 50 უცხოელი სტუმარია. სიმპოზიუმის მხარდამჭერი არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის ირმა რატიანის თქმით, „სიმპოზიუმი მრავალმხრივაა აქტუალური. მასზე ყურადღება გამახვილდება „ვეფხისტყაოსნის“ ბეჭდურ ვერსიებზე, გამოცემებზე, თარგმანებზე; ეს უნიკალური პოემა განიხილება პოლიტიკური და სოციალური კუთხით. ეს არის პოემა, რომელიც ყველა დროში გადახედვას და კვლევას საჭიროებს.“
ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა კონკურსი თემაზე „რომ არ ყოფილიყო რუსთაველი.“ კონკურსის შედეგად  გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
 სიმპოზიუმზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის  ლიტერატურის ინსტიტუტის 70 წლის იუბილე აღინიშნება.  სიმპოზიუმი სამ დღეს გასტანს და მისი მასალები ნაბეჭდი სახით წლის ბოლოს გამოვა.

Print

« იხ. ყველა სიახლე